დღევანდელ ტრენინგზე ვიმუშავეთ მეექვსე მოდულზე-დაგეგმვა, მოსწავლეთა წარმატებისათვის. განვიხილეთ აქტივობები,რომელშიც განხილული იყო სხვადასხვა ტიპის მოსწავლეთა საჭიროებები,აგრეთვე გავეცანით სწავლის დიფერენცირებულ მიდგომებს,მოსწავლეებში თვითრეგულირების უნარის განვითარებას,მოსწავლეთა ხელშემწყობ დოკუმენტებს,გავაკეთეთ პრეზენტაცია თემაზე ,,ვიზუალურ,აუდიო, კინესთეტიკური მეექვსე მოდულის ძირიღადი საკითხები იყო:
- მოსწავლეზე ორიენტირებულ გარემოზე გადასვლა როგორც მასწავლებლის, ისე მოსწავლის მიერ, მცირე ცვლილებებს მოიცავს.
- მასწავლებლებმა უნდა იმუშაონ მოსწავლეებთან, რათა დამოუკიდებელი შემსწავლელის როლის განვითარებაში დაეხმარონ.
- მოსწავლეებმა სწავლის პროცესში აქტიური როლი უნდა იკისრონ.
- მასწავლებლები განასხვავებენ დიფერენცირებული სწავლების ოთხ სახეს:
- შინაარსი
- პროცესი
- პროდუქტი
- სასწავლო გარემო
- მასწავლებლებს შეუძლიათ, სწავლის სტილი მრავალი მხრიდან გააანალიზონ, მათ შორის, განიხილონ ვიზუალურ-კინესთეტიკურ-აუდიო შემსწავლელები, მარცხენა ნახევარსფეროზე/მარჯვენა ნახევარსფეროზე დამოკიდებული შემსწავლელები, მრავალმხრივი ინტელექტის თეორიის მიხედვით განაწილებული შემსწავლელები.
- ყველა ტიპის შემსწავლელის საჭიროებების დაკმაყოფილება მოითხოვს საფეხურებრივ სწავლებას, რათა მოსწავლის თავდაჯერებულობა და დამოუკიდებლობა თანდათანობით გაიზარდოს.
No comments:
Post a Comment