Sunday, May 12, 2019

მეცხრე დღის რეფლექსია

   დღეს გვაქვს ბოლო შემაჯამებელი ტრენინგი,კიდევ ერთხელ გადავხედეთ პროექტის

გეგმა დავასრულეთ მასზე მუშაობა, გადავიტანეთ ჩვენი ნამუშევრები დრაივში   და

ავტვირთეთ ბლოგზე, გავაკეთეთ პრეზენტაცია, მივეცით ერთმანეთს უკუკავშირი.

მოდული იყო ძალიან საინტერესო,რომელიც დამეხმარება მოსწავლეებთან მაღალი

სააზროვნო უნარების განვითარებაში,მადლობა ამისათვის ქალბატინ მარინე

მურჯიკნელს  ,საინტერესოდ დაგეგმილი და წარმართული ტრენინგისთვის.

Saturday, May 11, 2019

მერვე დღის რეფლექსია

პროექტის მერვე დღეს ვიმუშავეთ ბროშურების შექმნაზე, აქტივობაში დავამუშავეთ მასალა ვუპასუხეთ მოდულის კითხვებს, როგორ გავუწიოთ ფასილიტაცია კლასს მოსწავლეზე ორიენტაციის პროცესჩი,როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები სასწავლო პროცესის გასაუმჯპბესებლად ვიმუშავეთ მერვე დღის მოდულის ძირითად საკითხებზე:

  • კითხვების დასმა ეფექტური სწავლების შემადგენელი ნაწილია. კარგი კითხვები გვეხმარება წინა გაკვეთილებთან და ჩვენს ცხოვრებისეულ გამოცდილებასთან აზრიანი კავშირების გაბმაში.

  • მასწავლებლის ქცევა, საკლასო გარემო და სასწავლო პროექტის განხორციელების სტრატეგიები მნიშვნელოვანია მოსწავლეზ პრო ე ორიენტირებული გაკვეთილის წარმართვაში.

  • განხორციელების გეგმაში მითითებულია გაკვეთილის მომზადების, ჩატარების და მისი დასრულებისთვის საჭირო მოთხოვნები.


  • მუდმივი პროფესიული განვითარება მნიშვნელოვანია ზრდისა და პროგრესის მდგრადობისთვის.

Sunday, May 5, 2019

მეშვიდე დღის რეფლექსია

      დღევანდელ ტრენინგზე  ვიმუშავეთ მეექვსე მოდულზე-დაგეგმვა,  მოსწავლეთა  წარმატებისათვის. განვიხილეთ აქტივობები,რომელშიც  განხილული  იყო სხვადასხვა ტიპის მოსწავლეთა საჭიროებები,აგრეთვე გავეცანით  სწავლის დიფერენცირებულ მიდგომებს,მოსწავლეებში თვითრეგულირების უნარის განვითარებას,მოსწავლეთა ხელშემწყობ დოკუმენტებს,გავაკეთეთ პრეზენტაცია თემაზე  ,,ვიზუალურ,აუდიო,  კინესთეტიკური  მეექვსე მოდულის ძირიღადი საკითხები იყო:
  • მოსწავლეზე ორიენტირებულ გარემოზე გადასვლა როგორც მასწავლებლის, ისე მოსწავლის მიერ, მცირე ცვლილებებს მოიცავს.
  • მასწავლებლებმა უნდა იმუშაონ მოსწავლეებთან, რათა დამოუკიდებელი შემსწავლელის როლის განვითარებაში დაეხმარონ.
  • მოსწავლეებმა სწავლის პროცესში აქტიური როლი უნდა იკისრონ.
  • მასწავლებლები განასხვავებენ დიფერენცირებული სწავლების ოთხ სახეს:
  • შინაარსი
  • პროცესი
  • პროდუქტი
  • სასწავლო გარემო
  • მასწავლებლებს შეუძლიათ, სწავლის სტილი მრავალი მხრიდან გააანალიზონ, მათ შორის, განიხილონ ვიზუალურ-კინესთეტიკურ-აუდიო შემსწავლელები, მარცხენა ნახევარსფეროზე/მარჯვენა ნახევარსფეროზე დამოკიდებული შემსწავლელები, მრავალმხრივი ინტელექტის თეორიის მიხედვით განაწილებული შემსწავლელები.
  • ყველა ტიპის შემსწავლელის საჭიროებების დაკმაყოფილება მოითხოვს საფეხურებრივ სწავლებას, რათა მოსწავლის თავდაჯერებულობა და დამოუკიდებლობა თანდათანობით გაიზარდოს.

Saturday, May 4, 2019

მეექვსე დღის რეფლექსია

დღევანდელი დღე იყო საინტერესო, რადგან  განვიხილეთ მე-5-ე  მოდული  რომელშიც  განხილული იყო  მოსწავლეთა პროექტის შეფასება. სავარაუდო ნამუშევრების შეფასების ადაპტირება,მულტიმედიური  პრეზენტაციის შეფასების ფორმა, მონაცემთა ანალიზის რუბრიკა განვიხილეთ მეხუთე მოდულის ძირითადი საკითხები:

  • შეფასება ინტეგრირებული უნდა იყოს საპროექტო დავალებებში და უნდა შეესაბამებოდეს შეფასების მიზნებს.
  • მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმები უნდა მოიცავდეს შინაარსობრივ ნაწილს და, ასევე, 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს, განსაზღვრავდეს, რა ცოდნა და უნარ-ჩვევები შედის პროექტში.
  • რუბრიკა წარმოგვიდგენს ამოცანების მახასიათებლებს (მარცხენა სვეტი) და აღწერით ნაწილს (მარჯვენა სვეტი) და მიგვითითებს შესრულების სტანდარტზე.
  • გამოიყენეთ შემაჯამებელი შეფასების ფორმები პროდუქტისა და შესრულების ხარისხის შეფასებისთვის.
  • ქვემოთ წარმოდგენილი რეკომენდაციები დაგეხმარებათ შეფასების ფორმების შექმნისა და მოდიფიცირების პროცესში 
  • შეასრულეთ დავალება მოსწავლის ნაცვლად;
  • შეამოწმეთ, შეესაბამება თუ არა ამოცანის მახასიათებლები (მარცხენა სვეტში) მიზნებს;
  • შეზღუდეთ მახასიათებლების რაოდენობა;
  • მიიღეთ კოლეგებისა და მოსწავლეების უკუკავშირი;
  • აღწერითი ნაწილი დაწერეთ მოსწავლეთათვის გასაგებ ენაზე;
  • თავი აარიდეთ ბუნდოვანი სიტყვების გამოყენებას;
  • შეამოწმეთ მახასიათებლების თანმიმდევრობა.