Monday, April 15, 2019

მეხუთე დღის რეფლექსია

მეხუთე დღესერთმანეთს გავუზიარეთს სასწავლო პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაციები, გავეცანით საავტორო უფლებების სწესებს,საავტორო უფლებების ქაოსს. საავტორო უფლებების ტესტებს. ძირითადი ყურადღება გავამახვილეთ მესამე და მეოთხე მოდულის ძირითად საკითხებზე
  • ინტერნეტი კვლევის, თანამშრომლობისა და კომუნიკაციისთვის ძლიერი და ეფექტური ინსტრუმენტი შეიძლება იყოს.
  • მასალების გამოყენების გზამკვლევი აღწერს, თუ როგორ უნდა გამოიყენონ მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა საავტორო უფლებებით დაცული მასალები სამართლებრივი ჩარჩოს დაცვით.
  • გამოყენებული ლიტერატურის მითითება შესაძლებელია სხვადასხვა ფორმატში, სწავლების ნებისმიერ დონეზე.
  • ძიების სისტემის ეფექტური გამოყენება მასწავლებლებისა და მოსწავლეების მიერ სასარგებლო ონლაინმასალებისა და ინფორმაციის მოპოვებას უზრუნველყოფს.მოსწავლის მიერ პროექტის დაგეგმვა და განვითარება მოითხოვს:
    • სასწავლო პროექტის შესაბამის, მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე პასუხების გაცემას
    • ცნებების, უნარ-ჩვევებისა და ცოდნის გააზრებას
    • მაღალი სააზროვნო დონისა და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების დემონსტრირებას

No comments:

Post a Comment